წყალტუბოში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, მტაცებელი დაესხა თავს და ხელზე უკბინა. წინა ღამით, მგელმა ოთხი ადამიანი დაკბინა.
„ბაზარში გასაყიდად მიმქონდა პროდუქტი. დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს მიჰყავდა. თავდაპირველად ძაღლი მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ მგელი იყო. გამოვეკიდე ჩემი ძაღლის დასაცავად, რა დროსაც თავს დამესხა და მკლავზე მიკბინა“, – აცხადებს მურმან ციბაძე.
დაზარალებულებმა უკვე ჩაიტარეს შესაბამისი აცრები და მკურნალობას სახლში აგრძელებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















