|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მთავარ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს

"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაფასა. ცოტნე ზურაბიანმა იმ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც წყალტუბოში არის. მისი თქმით, მთავარ პრობლემად დასაქმედა სახელდება, ასევე წყალტუბოში მოსახლოების ძირითად პრობლემას სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება წარმოადგენს.

„ვიცით, რომ არის სოციალური დახმარების პრობლემა, ყველა საკითხი შესწავლილი იქნება.  ვგეგმავთ კონკრეტულ შეთავაზებას და გვაქვს გეგემები, როგორ მოხდეს დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ხელშეწყობა“-განაცხადა ზურაბიანმა.

მმართველი პარტიის კანდიდატი მთავარ აქცენტს წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალსა და მის განვითარებაზე აკეთებს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გეგმავს წყალტუბოს ტურისტული და ბალნეოლოგიური ცენტრის პოტენციალის ჩვენებას საზოგადოების ფართო სპექტრისთვის, ასევე იგეგემება შეხვედრები მცირე და საშუალოს ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან.

წყალტუბოში გაკეთდება ახალგაზრდული სივრცე, რომლით სარგებლობაც ნებისმეირ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ახალგაზრდულ სივრცეში ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრები და ტრენინგები.

ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში იქნება წყალტუბოს აქტიური ხმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა