|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მხარდამჭერები ოპოზიციას 7 ნოემბრის მოვლენების გამო გაემიჯნენ

წყალტუბოში  "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს"  მხარდამჭერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, ისინი იცვლიან საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს და დღეიდან მხარს პარტია "ქართულ ოცნებას" და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ. 

„არჩევნების პირველ ტურში მხარი მხარი დავუჭირე გროგოლ ვაშაძეს, მაგრამ დადგა 7 ნოემბერი, დღე, რომელიც ერთად გაიხსენა საქართველომ, თუ როგორი მეთოდებით ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს. შევხედეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით არანაირი სინანული არ გამოუხატავთ, გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს“-განაცხადა ონისე ჭოლიძემ.

ახალგაზრდები, თანატოლებს მსგავსი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა