|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში კონფლიქტის შედეგად 65 წლის ქალი გარდაიცვალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში  კონფლიქტის შედეგად  65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.   გარდაცვლილის ოჯახის წევრების აცხადებენ, კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილის ქორწინებას მოჰყვა.  22 წლის გოგოს ოჯახი გვიან ღამით, თბილისიდაბ წყალტუბოში ტუსკაძეების სახლში შვილის ადგილსამყოფელის გასაგებად ჩავიდა.

სახლში  მხოლოდ ბებია და ბაბუა იმყოფებოდნენ. ტუსკაძეები ყვებიან, რომ შელაპარაკების დროს დააზიანეს სახლის კარები, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, კამათის შედეგად ნერვიულობის ნიადაგზე  65 წლის ქალი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა