წყალტუბოში ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს
წყალტუბოში საკრებულოს დეპუტატს ირჩევენ. შუალედურ არჩევნებში გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.
საარჩევნო უბნები ზუსტად რვა საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლაბმაც საკუთარი პოზიცია კაბინასთან უკვე დააფიქსირეს. წყალტუბოში ცესკოს საპილოტე პროექტის ფარგლებში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება.
გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში-ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი.
სულ რეგისტრირებულია 4215 ამომრჩეველი. გუმბრის ოლქში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა 2018 წელს მაჟორიტარი-დეპუტატის გარდაცვალებას უკავშირდება.
იმერეთში საკრებულოს შუალედურიმ არჩევნები იმართბა ასევე ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















