|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სანატორიუმ "იმერეთში" ცეცხლი გაჩნდა

წყალტუბოში სანატორიუმ "იმერეთს" ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი, სავარუდოდ, მესამე სართულზე გაჩნდა და მეორე და პირველ სართულებზე გადავიდა. მიტოვებულ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან მცხოვრებლების გამოყვანა დროულად მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.  დაიწვა დაახლეობით 500 კვ. მეტრი ფართობი.

"ნიუპრესისათვის" მიწოდებული ინფორმაცით, ხანძარი, სავარაუდოდ, დილის 8 საათისთვის გაჩნდა, მის ჩაქრობას რამდენიმე ჯგუფი ცდილობდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი