|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის 6 მუნიციპალიტეტს სასწრაფო დახმარების ცენტრი არ აქვს"

წყალტუბოში სასწრაფო დახმარების ცენტრი აშენდება, ამის შესახებ იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს გასვლით სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც  წყალტუბოში გაიმართა.

 "2015-17 წლის სამოქმედო გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელიც  უკავშირდება იმას, რომ  იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში  სასწრაფო დახმარების ცენტრი არ გაგვაჩნია, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოხდება დაფინანსება ამ მიმართულებით"- განაცხადა გიგი ჭიჭინაძემ  შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია ასეთი ცენტრის აშენება წყალტუბოში, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 160 ათასი ლარი გამოიყოფა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა