წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართა
წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი შვეიცარიული პროექტის ფარგლებში მესამედ ხორციელდება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს კარგი პროექტია არა მხოლოდ ადგილობრივი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის, არამედ ტურისტების მოსაზიდად.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კურორტის ისტორიის ამსახველი ფოტოები წარუდგინს, შემდეგ კი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლმუზეუმი დაათვალიერებინეს.
"გვიხარია, რომ ამ ფესტივალში ვმონაწილეობთ. დიდ გასაქანს გვაძლევს ხელოვნებაში, ვეცნობით უცხოელ ხელოვანებს და მათ შემოქმდებას"–განაცხადა ფესტივალის მონაწილე ლიზა ჩიძლაძემ.
პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივ მოზარდებს ველოსიპედების აწყობა ასწავლეს, აწყობილი ველოსიპედები კი სახსოვრად გადასცეს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გობელინის ქსოვის შესწავლის, მათი ნამუშევრები კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფინა. ფესტივალს მუსიკალურად თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები, ასევე უკრაინული ჯგუფი და ადგილობრივი ანსამბლი აფორმებდნენ.
ხელოვნების ფესტივალი მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს ერთი წლით დაემშვიდობა.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















