|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი იწყება

 25-27 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. პროექტი „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში შვეიცარიელებთან ერთად დაგეგმილია კლასიკური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ქარგვის, ბლოგერების ველოსიპედების შეკეთების ვორქშოპები, წყალტუბოს მოცეკვავეთა ანსამბლების „იალონის“, „გიჟი პეპლების“, „სიონის“ კონცერტები, შვეიცარიელი ქორექოგრქაფების - მერეტ შლეგერისა და კილიან ჰესელბექის საცეკვაო წარმოდგენა „ორთოფედია თუ ყოფნა“. ასევე დაგეგმილია გერმანელი და ქართველი ხელოვანების ვახო სიხარულიძის და მისი მეგობრების მიერ შექმნილი სკულპტურის ოფიციალური გახსნა; გამოფენები სამხატვრო სკოლასა და სავაჭრო ცენტრ „მერცხლის“ ტერიტორიაზე; ლიტერატურული კითხვა „ქუთაისის კუთხის“ პრეზენტაცია, ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, ჩი ჩო, გივი ავალიანი, გიორგი ხასაია ისაუბრებენ ხელოვნებაზე. ფეტივალზე „ნადურთან“ ერთად იმღერებს უკრაინული ფოლკლორული ანსამბლი „კანა ბენდი“, რუსთავის ბავშვთა გუნდი, ქართული ცეკვის ფოლკლორს წარმოადგენს ზესტაფონის მოცეკვავეთა ანსამბლი „ძმები“.

19-დან 25 სექტემბრამდე ყოველ საღამოს ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გაიმართება კინოჩვენებები.

ფესტივალი ფინანსურის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანმაშრომლობის ოფისი (SCO).

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა