|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალწითელას" ბენეფიციარს დაბადების დღე საკუთარი წიგნით მიულოცეს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საფიჩხიის მაჟორიტარ ნიკოლოზ ლატარიასა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან ერთად წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა.

ქალაქის მერი ერთ–ერთ ბენეფიციარს, ნელი ბაკურაძეს, რომელიც ლექსებს წერს კრებულის გამოცემას დაპირდა, დანაპირები დღეს, იუბილეზე, სიურპრიზის სახით გადასცა.

 ,,ჩვენ პანსიონატის ხშირი სტუმრები ვართ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც აქ ცხოვრობენ. გასულ წელს პანსიონატისთვის ის ტექნიკა შევიძინეთ, რომელსაც საჭიროებდნენ. წელს მათ მოითხოვეს საცხობი ღუმელი, რომელიც დღეს გადავეცით საჩუქრად. ჩემთვის, ასევე ორმაგად სასიამოვნოა აქ სტუმრობა, რადგან ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუწყვეთ“, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 პანსიონატს ქალაქის მერის მიერ დაპირებული საცხობი ღუმელი გადაეცა საჩუქრად.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი