ხანდაზმულთა პანსიონატში პრემიერისთვის ემზადებიან (PHOTO)
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მოხუცებულები სხვადასხვა აქტივობებს აწყობენ. ამჯერათ ისინი პრემიერისთვის ემზადებიან. „მოხუცი ბავშვები“- ასე ქვია სპექტაკლს, რომელშიც 10 ბენეფიციარი და 4 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. რეჟისორი ალეკო ტორონჯაძეა, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება მოხუცებს. რეჟისორმა ქართული ფილმებიდან რამდენიმე ეპიზოდი შეარჩია და სპექტაკლად აქცია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მათთან თანამშრომლობა. ისინი, ნამდვილად "მოხუცი ბავშვები" არიან",- აღნიშნა ტორონჯაძემ.
„ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ შიშისგან ვერ ვამხელდი. ძალიან მკაცრ ოჯახში ვიზრდებოდი. მშობლები პედაგოგობისთვის მამზადებდნენ. ჩემი ბავშვობის ოცნება კი ახლა სიბერეში, 78 წლის ასაკში ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალისიანი სიბერე მაქვს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორებს, ასევე რეჟისორს, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს“,- აღნიშნა მერი ბაკურაძემ.
სპქკტაკლი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატურ თეატრში 11 აპრილს გაიმართება, მანამდე კი რამდენიმე რეგიონში ექნებათ გასვლითი ჩვენება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















