|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძრის შედეგად დაშავებულებიდან ინტერვენციული მედიცინიის ცენტრში ერთი მოზარდი რჩება

ქუთაისში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა,  ოთხი პაციენტი ინტერვენციული მედიცინიის ცენტრში მოათავსეს.  ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ 17 წლის მამკაცი რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"დილით კლინიკაში შემივიდა ოთხი პაციენტი. აქედან ორის მდგომარეობა იყო მსუბუქი და მათ ექიმის დაკვირვების შემდეგ კლინიკა დატოვეს. ამ ეტაპზე კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება ერთი მოზარდი. მას ტვინის შერყევა აღენებიშნება, მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დაშავებულ ბავშვს თერმული, დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს"-განაცხადა მოზრდილთა სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა  მაია რუხაძემ.

კითხვაზე, კლინიკაში იმყოფებოდა თუ არა მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ხანძარი გააჩინა, პასუხობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან  სამი ადამიანი თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა