|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძრის შედეგად დაშავებული მამა დავითის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად  დაშავებული სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ქუთაისში  განაგრძობს მკურნალობას. ოჯახი შოკირებულია მომხდარის გამო. მათ აღარაფერი გააჩნიათ.

როგორც „ნიუპრესს“ მამა დავითის რძალმა  გულო ორბელაძემ განუცხადა,  სახლი მთლიანად დაიწვა, ყველაფერი განადგურდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

„შემთხვევა პარასკევს, დილით მოხდა. დედამთილი სამსახურში იმყოფებოდა, მამაო მარტო იყო სახლში. მას სიარული უჭირს, 7 წელია, ინსულტის შედეგად პარალიზებულია, რის გამოც საწოლში იწვა. არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ცეცხლი, რომ არა ჩვენი მეზობელი, მამაოც დაიწვებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დაგვრჩა სახლიდან.  დედამთილის მხოლოდ ის დარჩა, რაც ტანზე ეცვა, აღარაფერი გაგვაჩნია. ჩვენ რაც შეგვიძია, ყველაფერს ვიზამთ, რომ მამაოს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ,  სხვა დანარჩენზე კი ვერც ვფიქრობთ. არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ, რა გავაკეთოთ.  არასდროს მსგავსი რამ არ მითხოვია, მაგრამ ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ მთელი ოჯახი. არ ვიცი, რა ვითხოვო,  ვერც მოვითხოვთ, უბრალოდ, გვჭირდება, რომ გავავრცელოთ ეს ამბავი, რათა მივიდეს შესაბამისი ორგანოების ყურამდე და რაღაც დახმარება მაინც აღმოუჩინონ  მამა დავითს, რომელიც ახლა  სიკვდილს ებრძვის ”,-განაცხადა გულო ორბელაძემ. მისი თქმით, მამა დავითი სიკვდილს მეზობელმა ლექსო საცერაძემ გადაარჩინა, რომელიც ალმოდებულ სახლში შევარდა და იქედან გამოიყვანა. 

შეგახსენებთ, ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიწვა. სახლში იმყოფებოდა სასულიერო პირი, რომელმაც სხეულის მნიშვნელოვანი დამწვრობა მიიღო. 

 

ამ თემაზე: ხანძრის შედეგად სასულიერო პირი მძიმედ დაშავდა [VIDEO]

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა