ხარაგაულის მცხოვრებლები მეწყრული პროცესების განვითარებას რკინიგზის მშენებლობას უკავშირებენ
ხარაგაულის მოსახლეობა მეწყრული პროცესების განვითარებას რკინიგზის მშენებლობას , - თბილისი - ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის უკავშირებენ.ადგილობრივები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ორ სოფელში - ხემალაღალასა და ღვერკში სამი თვის წინ დაიწყო, სპეციალისტები კი ადგილზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.
„ყველაფერი დაიწყო მაისის ბოლოდან ივნისი დასაწყისში. ყველგან ვრეკავდით, რომ მოგვაქციეთ ყურადღება, მოდით, ნახეთ, რა ხდება, მაგრამ - არა.
ჩვენ ამას ვიძახდით, რომ დავიწყოთ რკინიგზიდან, 2019 წლიდან აფეთქებები რომ დაიწყეს, ეს ნაპრალი, რაც არის, იწყება რკინიგზის ნაპირიდან. ახლა, იმის მიღმა რაც უკვე დიდი ნაპრალებია, კიდევ პატარ-პატარა ნაპრალებია და ეს იჩენს უკვე შემდეგში თავს. არის დაწყებული იქიდან და არის 4 თუ 5 კმ-იანი ზოლი. ამ ზოლში რაც მოიყოლა მეწყერმა, ყველაფერს შიგნით ამტვრევს.
მოსახლეობაც და მეც მათ შორის, ვაბრალებთ ამ რკინიგზის მოდერნიზების მშენებლობას", - ამბობს სოფელ ხემაღალის მცხოვრები ირაკლი ხუციშვილი.
ავტორი: