|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

სტიქიის ზონაში ადიდებულმა მდინარეებმა ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლებში,  როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ამ დროისთვის სპეცტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი.

ხარაგაულის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. 

მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები, იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა