ხარაგაულის სოფლებიდან მეწყრული პროცესების გამო 21 ოჯახი გაიყვანეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და სავტომობილო გზები. სოფლებში ხემაღალსა და ღეკში მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა მიმდონარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.
პარალელურად, გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არსებულ მდგომარეობას და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.
„მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივ კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. სტიქიის ზონებში მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.
ავტორი: