|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ, ღამით მოხდა. ქართველი სპორტსმენი ავტომობილს თავად მართავდა.
სავარაუდოდ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და გზიდან გადავიდა და დაიმტვრა.
სპორტსმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა