|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალოტეტში. სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სავარაუდოდ, ადგილობრივები სუფრასთან იყვნენ, რა დროსაც მოხდა კამათი. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი ერთი დაჭრილი მამაკაცი ავტომობილში ნახეს, ის სავარუდოდ, ავტომობილით წასვლას ცდილობდა,  40 წლამდე მამაკაცი კი ქუჩაში იყო.

გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოში გადაიყვნეს.

ვინ განახორციელა გასროლა ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა