|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

ხარაგაულის რაიონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა. კიცხი–ხიდარის 3.4 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 672 056 ლარი გამოიყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, ახლა კი ადგილობრივებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება ასევე, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი  გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირება. ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში 10–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. განხორციელებელი სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 101 661 ლარი დაიხარჯა. როგორც იმერეთის პრესსამსახურში აცხადებენ, ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, წლის ბოლომდე კი 2 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.

რეაბილიტირებული გზა და საბავშვო ბაღი იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა  გახსნეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა