|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში 50-60 ათასი წლის მღვიმე აღმოაჩინეს

ხარაგაულში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაახლოებით 50-60 ათასი წლის მღვიმე აღმოაჩინეს.

ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაულის" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახლადაღმოჩენილი მღვიმე "დევის ხვრელზე" ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველია.

ექსპედიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი ხელმღვანელობს. მისი თქმით, ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება.
თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა. მღვიმეში ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია. აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.

არსებული ინფორმაციით, 28 ივნისს ხარაგაულს იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ესტუმრებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – წყალტუბოსა და ჭიათურაში არქოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგები ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას დააფინანსებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა