ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა
ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერიის ინფორმაციით, ზარალმა, სავარაუდოდ, მილიონ ლარს გადააჭარბა.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
"შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან სოფელ მარელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი. ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე დააზარალა. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. აბონენტების ნაწილს ელექტოენერგია არ მიეწოდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე და ხარაგაულის მერი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















