|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარკოვში იმერეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

ქუთაისის  მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია მონაწილეობას იღებს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 24-25 სექტებერს მიმდინარე მეშვიდე საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში სახელწოდებით: ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში’’.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა, ფორუმის პირველ დღეს პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,ტურიზმი, როგორც ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება’’. ფორუმის ფარგლებში, მთავარ საკონფერენციო დარბაზში მოეწყო  ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომელიც კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ხარკოვის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში.

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა