|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხდება თუ არა ქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტროლი?

„რას აკეთებს ქუთაისის მერია, როცა ქალაქის ცენტრში მშენებლობის ნორმები ირღვევა?“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი. გია გოქაძე ნორმების დარღვევით მიმდინარე მშენებლობების გამო ქალაქის თვითმმართველობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობაზე არ არის დამცავი ბადე.

„ეს სასტუმრო ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ შენდება თანაინვესტირების ფონდის სახსრებით, ამბობენ, რომ მასში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინტერესებიც არის.

რას აკეთებს ქუთაისის მერია, როცა ქალაქის ცენტრში მშენებლობის ნორმები ირღვევა? მშენებლობაზე არ არის საამშენებლო დამცავი ბადე, გამვლელები და მიმდებარედ მცხოვრები პირები არ არიან დაზღვეული შესაძლო სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხისგან“, -აცხადებს გოქაძე. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ კერძო საცხოვრებელი სახლის შიდა კოსმეტიკური რემონტი დასჯადია და მშენებლობის ნორმების დარღვევა არა.

გოქაძის განცხადებას მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში პასუხობენ. ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა უკვე დასრულდა და ბადე ამის გამო ჩამოიხსნა.

„აღნიშნულ მშენებლობაზე გარეფასადის მოპორკეთება დასრულდა. შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ ჩამოიხსნა ბადე. სასტუმრო ერთ თვეში გაიხსნება. რაც შეეხება ზოგადად ნორმებს, რა თქმა უნდა, მოთხოვნაა დამცავი ბადის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.  გვქონია ერთი ასეთი შემთხვევა და დავაჯარიმეთ. ხშირად ქარი აზიანებს ამ ბადეს და მეპატრონე ცდილობს შეცვლას“, - განაცხდა ბაქარ ჭეიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა