|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელი გავიშვიროთ რუსეთისკენ ან ამერიკისკენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს"-მეუფე იოანე გამრეკელი

 ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალ მეუფეს იოანე გამრეკელს  ქუთაისში მომდევნო კვირიდან ელოდებიან. როგორც ცნობილი გახდა, მეუფე რუსთავში გამოსამშვიდობებელ წირვას მართავს, რის შემდეგაც მსახურებას ბაგრატის ტაძარში გააგრძელებს. 

მეუფე იოანეს განჩინებას დადებითად აფასებენ ეპარქიაში. მათი თქმით, მისასალმებელია, რომ საპატრიარქომ მათი თხოვნა გაითვალისწინა და მეუფედ იოანე გამრეკელი განაჩინა, ამავდროულად, განმარტავენ, რომ მათ წინააღმდეგობა არც მეუფე მელქისედეკთან ქონდათ და საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ.

ამ დროისთვის ქუთათელ-გაენათელი მიტრიპოლიტი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს  ეხმაურება. მეუფე იოანე ტელეკომპანია "იმედთან" ამბობს, რომ პროცესები გარკვეული ძალების მიერ არის მართული, თუმცა კონკრეტულად ვის მიერ, ამას არ ასახელებს.

,,ბევრია ეს ძალები, მაგრამ აქვთ ერთადერთი რამ - შიში ეკლესიისა. ეკლესიის ეშინია მაცდურს, ეშმაკს. შეიძლება ვიღაც პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანია, არშემდგარი საზოგადო მოღვაწე, შეიძლება იყოს უცხოეთში არსებული ძალები. ხელი გავიშვიროთ რუსეთისკენ ან ამერიკისკენ თუ ვატიკანისკენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ როცა ხედავ, რაღაც ძალები გამომწვევად იქცევიან, შენ ამ ძალებს უნდა გასცე პასუხი, ღვთის წინაშე დაამტკიცო შენი სიმართლე. მე არა მგონია, ეს ერთი რაღაცა ძალა იყოს. თვითონ ამ ძალებს შორის შეიძლება იყოს დიდი სხვაობა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ებრძვიან. ისინი ერთად ებრძვიან ეკლესიას", - განაცხადა მეუფე იოანემ.

იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფედ 31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომაზე განამწესეს. მის მიმართ, საზოგადოების ნაწილში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რასაც მის პრორუსულ განწყობებს უკავშირებენ. მათი თქმით, მეუფე რუსული ინტერესების გამტარებელია. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, მეუფეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბაგრატის ტაძარში ამ ინფორმაციას ცილისწამებად აფასებენ. 

"გვიხარია, რომ მეუფე კალისტრატეს შემდეგაც ასეთი მეუფე გვეყოლება. აუღრესად განათლებული მეუფე, გვჯერა, ბევრ კარგს გააკეთებს ეპარქიისთვის. რაც შეეხება ბრალდებას მის პრორუსულობასთან დაკავშირებით, ეს ცილისწამებაა, საერო ცხოვრებაში ცილისწამება არ ისჯება"-განაცხადა ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ [ნებიერიძემ]. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა