"ხელისუფლებამ სტუდენტებს იმედი გაუცრუა"
"ქუთაისელი სტუდენტები პროტესტს გამოთქვამენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაუარსებლობის გამო და მეც მთელი გულით ვუერთდები მათ", -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"იმედი იყო, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში დაარსდებოდა, რაც საწინდარი გახდებოდა მისი განვითარებისა. მაგრამ არა, ისევ თბილისი აირჩიეს. რატომ გადააქციეთ ჩვენი დედაქალაქი "თავკომპალად", რომელიც ისრუტავს მატერიალურ, თუ ადამიანურ რესურს, საქართველო განა მარტო თბილისია? დღეს დაშვებული მძიმე შეცდომები ხვალ ცუდ დღეში ჩააგდებს მთელ საქართველოს. თქვენივე გამოქვეყნებულ სტატისტიკას მაინც გადახედეთ, თუ რამხელა სხვაობაა ცხოვრების დონის მიხედვით თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის... ქუთაისელი სტუდენტები პროტესტს გამოთქვამენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაუარსებლობის გამო და მეც მთელი გულით ვუერთდები მათ ",- აღნიშნავს ქობულაძე.
შეგახსენებთ, "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს", საინიციატივო ჯგუფის წევრები აქციების მოწყობით იმუქრებიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















