"ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა"
"ქვეყნის ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ეს ქვეყნა საით უნდა წაიყვანოს"-განაცხადა "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. მისი თქმით, მათ არ აქვთ ტრადიციული საარჩევნო კამპანია და არ იძლევიან დაპირებებს, ისინი არსებულ რეალობაზე და მათი შეცვლის გზებზე საუბრობენ.
"ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და პრობლემების საფუძველი არის ეს, ასევე ის, რომ ერთი ადამიანი დგას ამის უკან. ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელში ჩაიგდონ. ამ მთავრობას არ აქვს გეგმა და მხოლოდ უცხოეთიდან თარგმნილ კანონებს იღებენ. მათი მიზანია არ გაანაწყენონ საერთაშორისო ორგანიზაციები, რის გამოც ფერხდება ქვეყანა. თუ ჩვენ არ მოვინდომებთ საერთაშორიso ორგანიზაციები კალთებს არ დაგახევენ გინდა თუ არა სწრაფად განვითარდითო. ვიდრე მმართველობის სტილი და ძალა, რომელიც დაკომპლექტებულია კომუნისტებით დაწყებული ფაშისტებით დამთავრებული არ შეიცვლება, არაფერი გამოსწორდება"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მათი მიზანია მეორე ტურში გასვლა, რადგან თვლის, რომ ერთადერთი ძალაა, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატს დაამარცხებს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი მთავარი მხარდამჭერები ახალგაზრდები არიან.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















