"ხმა მივეცი, რომ ქუთაისმა შეინარჩუნოს პოლიტიკური სტატუსი"- გრიგოლ ვაშაძე
ქუთაისის 22-ე უბანზე დააფიქსირა არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა.
"პირველად გავაკეთე არჩევანი ქუთაისში, ხმა მივეცი ქუთაისის განვითარებას, რომ ეს ნამდვილად იყოს საპარლამენტო დედაქალაქი, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტატუსი. მხარი დავუჭირე იმას, რომ არ იყოს სიდუხჭირე ქალაქში, არ იყოს შიმშილი და ქუჩაში ჩალის ფასად დაყრილი ნარკოტიკები", -განაცხადა მერობის კანდიდატმა.
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს დარეგისტრირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















