|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხომ არ აჩქარდა ხელისუფლება, სიკვდილით დასჯა რომ გააუქმა?"

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალი და არჩევანის თავისუფალება" წარმომადგენელმა ლია გვენეტაძემ შეხვედრა გამართა. გვენეტაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი დანაშაული მოხდა, რომლის გამოძიება არც კი დაწყებულა.  

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში იმდენი დანაშაული და მკვლელობა მოხდა, რომ ასეთი რაოდენობის მსხვერპლი მშვიდობიან საქართველოს არ ახსოვს. გამიჩნდა  კითხვა, ხომ არ აჩქარდა საქართველოს ხელისუფლება, როცა გააუქმა სიკვდილით დაჯდა, მაშინ, როდესაც დემოკრატიის მამამ,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე  შენარჩუნებული აქვს სიკვდილით დასჯა. მოვითხოვ, ხელისუფლებამ აღასრულოს  კანონები, რომელიც გვაქვს და ნუ მფარველობენ  დაქირავებულ მკვლელებს",- განაცხადა გვენეტაძემ.

ის პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

"ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მოგვიკლეს პრეზიდენტი, პრემიერი და ეს საქმეები ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მკვლელები გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდებიან ციხეებიდან.  მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯონ მკვლელები და მოძალადები",- განაცხადა ლია გვენეტაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა