|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონელი პედაგოგები გადამზადების კურსს გერმანიაში გაივლიან

ხონში  ექსპერიმენტალური პროექტი იწყება, რომელიც  შრომის ბაზარზე  სათანადო კვალიფიკაციის მქონე პროფესიული  კადრების გადამზადენას უზრუნველყოფს.

პროფესიულ სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი პედაგოგები დასაქმდებიან, რომლებიც გადამზადების კურსს  გერმანიაში გაივლიან.

პირველი საკონსულტაციო შეხვედრა მეწარმეებთან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა. გრიგოლ  ლილუაშვილის განმარტებით, პროფესიული გადამზადება და სათანადო კადრების მომზადება მთავრობის ოთხპუნქტიანი  გეგმის მთავარი კომპონენტია.

„საქართველოს  მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიოროტეტს განათლება და პროფესიული სწავლება წარმოადგენს. სწორედ  ამიტომ  „დამსაქმებელთა  ასოციაციის“ ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხონში პროფესიული გადამზადების  ცენტრის  შექმნა  იგეგმება,  რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა