|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია უტარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პროექტის ფარგლებში ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის სარტყელი. მთლიანად იცვლება და მონტაჟდება ახალი ელექტროსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზი, კაშხლის ფარები, ელექტროძრავები, მართვის კარადები, ტრანსფორმატორი და სხვა ძველი მოწყობილობები ახლით იცვლება; ასევე, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი; წყლის კალაპოტის ფორმირებისთვის ობიექტზე წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს.

ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის გამართვით, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ხონის 8 000, სამტრედიის 6 000 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარზე, რაც საერთო ჯამში 14 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესება 21 სოფელს მოიცავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა