|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის ფსიქიატრული დაწესებულების ყოფილი პაციენტი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრული დაწესებულების ყოფილი პაციენტი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. "ჰოსპიტალ სერვისის" ექიმის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ დაიღუპა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახი კლინიკის პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება. 

კლინიკაში ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებნ, რომ პაცინტს ეპილეფსიური გულყრები ქონდა და დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. 

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა