|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში მერის მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ დაუდასტურა. 

საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სასამართლომ  პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.

 "მათ წარმოადგინეს უკვე სასამართლოს განჩინებები და წერენ უკვე განცხადებებს"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისი თქმით, თანამდებობებს დატოვებს 6 პირი, მათ შორის მერიის 4 თანამშრომელი, ერთი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე  და  საკრებულოს ერთი თანამშრომელი. 

ხონის მერიის ინფორმაციით, თანამდებობების ტოვებენ მერის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე, ასევე  მერიის და საკრებულოს თანამშრომლები: გია ხურცილავა,  მერის წარმომადგენელი კინჩხის ადმ. ერთეულში,  გიორგი კაკაურიძე, საკრებულოს აპარარის სპეციალისტი, დავით კირთაძე - ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი და მზია კვიციანი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი. 

 შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სახელმწიფო მიწების არაკანონიერად გასხვისებაში დაედოთ.  საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი წელს აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა