|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს დეპუტატის  უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. საკრებულოს წევრისთვის ულებამოსილების შეწყვეტას მხარი დეპუტატებმა ხმათა უმრავლეოსობით საკრებულოს სხდომაზე დღეს დაუჭირეს.

რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თანამდებობების დატოვების მიზეზი მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სასამართლომ  პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სახელმწიფო მიწების არაკანონიერად გასხვისებაში დაედოთ.  საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი წელს აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა