ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი – წიფელი, მურყანი, ასევე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
ცნობისთვის, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წლის იანვარ-ივნისის თვეში სამართალდარღვევის 28 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო, 2024 წლის ამავე პერიოდში გამოვლენილი იყო 86 ფაქტი.
როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, რაც პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების – დრონებისა და ვიდეოხაფანგების გამოყენებით, კონტროლის შედეგია.
ავტორი: