|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის სათნოების სახლის ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულო სადილი გაიმართა

სადღესასწაულო სადილი მოეწყო ხონის სათნოების სახლში.  დაწესებულება უკვე 17 წელია ფუნქციონირებს და  ყოველდღიურად, 124 ბენეფიციარს მასპინძლობს. ახალი წელი ბენეფიციარებს იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ,  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და საკრებულოს თავჯდომარემ ვალერი ბახტაძემ მიულოცეს. სადღესასწაულო სადილის შემდეგ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები  დაურიგეს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ხონის სათნოების სახლის დირექტორის, თამარ გენძეხაძის თქმით: „თითოეული აქ მოსული ადამიანი კმაყოფიალია, ჩვენ შევეცადეთ ამ წლების მანძილზე მათთვის თბილი გარემო შეგვექმნა. მომავლისთვის მხარის გუბერნატორის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით ხანდაზმულთა სახლის გახსნას ვგეგმავთ.“

ხონის სათნოების სახლში სოციალურად დაუცველი ადამიანები ასაკის შეუზღუდავად ყოველდღიურად დადიან.  ბენეფიციარებისთვის სადილის მენიუ  იცვლება და წვნიანთან ერთად მათთვის მშრალი კერძებიც მზადდება.

ხონის სათნოების სახლს საქველმოქმედო სტატუსი მიმდინარე წელს მიენიჭა. ამ სტატუსის მისანიჭებლად ფინანსთა მინისტრის თანხმობა იყო საჭირო.

ხონის სათნოების სახლს, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ფინანსური დახმარებით სარემონტო სამუშაოები 2015 წელს ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა სასადილო, სამზარეულო და ბენეფიციართა მოსაცდელი ოთახები, მოეწყო ექიმის კაბინეტი და გარე ფასადი.

შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ფონდის  დაფინანსებით ბენეფიციარებისთვის მაგიდები და სკამები შეიძინეს.  მათთვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახი რბილი ავეჯით და ტელევიზორით. ასევე სრულად შეიცვალა სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი.

 

    

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა