|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონსა და სამტრედიაში სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპაში" წევრებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდენ

ხმაური იყო ხონში, სადაც მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრები ადგილობრივებს ხვდებოდნენ და 3 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სკვერში მოულოდნელად მივარდნენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები და შეხვედრის მონაწილეებს ხელი შეუშალეს.
როგორც “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლები განმარტავენ, მათ დასარიგებელი ფლაერები გამოგლიჯეს და გადაუყარეს.
 
მოძრაობის წევრებს ხმაურით დახვდნენ სამტრედიაშიც. მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მათ ან უსმენენ ან უთვალთვალებენ, რადგან როგორც განმარტავენ, სამტრედიის ბაზარში შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.
დღეს 3 საათზე დაგეგმილი იყო შეხვედრა სამტრედიაში, სკვერში, თუმცა მოძრაობის წევრებმა ლოკაცია შეცვალეს და მოქალაქეებს ბაზარში შეხვდნენ.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი