|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

ხონში, ჭანტურიას ქუჩის მცხოვრებლებმა  მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს.

ისინი შიშობენ, რომ  აღნიშნული სადგური საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივებს.

,,ობიექტი ძალიან ახლოსაა სახლებთან, დასახლებულ პუნქტშია და მიგვაჩნია, რომ ნორმები არ არის დაცული. ადრე ამ ადგილზე გაზის ბალონი აფეთქდა და ნამსხვრევები ჩემს სახლში ჩამოცვივდა. ამიტომ გვეშინია, რომ აფეთქების საფრთხეცაა და საშინელი სუნი დადგება", - აცხადბენ ადგილოვრივები.

მათი თქმით,  თუ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება, ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ და გზას გადაკეტავენ.

ხონის გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ობიექტს სამხარაულის სახელობის ექაპერტიზის ბიურო შეამოწმებს. დასკვნის დადებამდე კი მშენებლობა შეჩერებულია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა