|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი მინისტრმა წარადგინა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
23 თებერვალს, ხონში, ხონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ჯემალ მებუკე.

შეხვედრას დაესწრნენ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

ავტორი: ნიუპრესი