ხონში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
ხონში „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის მიმდებარე ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
უცნობმა პირებმა აპარატი გვიან ღამით წაიღეს. არსებული ინფორმაციით, აპარატი ბანკის გვერდით, "ქართული ოცნების" ოფისის ეზოში გადაიტანეს, დაამტვრიეს და თანხა ამოიღეს. დაუდგენელია წაღებული თანხის ოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















