|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხოსე კარერასი ქუთაისში კონცერტს გამართავს

მომღერალი ხოსე კარერასი ქუთაისში კონცერტს გამართავს. კარერასი  პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5. კონცერტები აპრილში დაიწყება.

პროექტი Check-in Georgia ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს მოიცავს.
ის კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ორგანიზებით იმართება.

პროექტის განხორციელებისათვის 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანი ქვეყნის კულტურულ კერად ქცევა და ტურისტების მოზიდვაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი