|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს, რადგან 20-20 ლარი კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს"

"ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან" - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა გააკეთა. დეპუტატმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობა გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია. 

კვიციანი ამბობს, რომ კანონი უსამართლოა და საკითხთან დაკავშირებით "რამეა მოსაფიქრებელი". დეპუტატის თქმით, კანონი ქართველი ახალგაზრდების გენოციდს ემსახურება. 

"ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში",-  განაცხადა კვიციანმა. 

 რუსთავი 2

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა