ქუთაისში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
14 ივლისს მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისშიც გაიმართება.
აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზატორების განცხადებით, 15:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქციას სიმბოლურად შეუერთდებიან.
აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომლისთვისაც ოკუპაცია მტკივნეული თემაა.
"შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ოკუპაცია, ვიდრე კაზაკები შემოვლენ და "დაიცავენ " საზღვარს. შევიკრიბოთ ყველა და არ ვიკითხოთ, აქცია ვისი ორგანიზებულია. ერთად დავაორგანიზოთ სამოქალაქო პროტესტით მასიურად ყველა ქალაქში"-აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ნარსია.
ფოტო: "ნიუპრესის" არქივიდან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















