|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩასული ქართველი ძებნილი დააკავეს

ნეაპოლში 38 წლის ქართველი დააკავეს, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდამისჯილი. 

 მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.

  მამაკაცს 10 წლით პატიმრობა 2012 წელს საბერძნეთის სასამართლომ მიუსაჯა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა