ყოფილ პატიმართა მონაწილეობით მინი-ფეხბურთში ტურნირი იმართება
ქუთაისის სპორტის სასახლეში იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს ოთხთა ტურნირი მინი-ფეხბურთში. მინი-ფეხბურთში პირველი ამხანაგური მატჩი ქუთაისში იმართება და მასში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების გარდა მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი გუნდები:
1. იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ნაკრები გუნდი 2. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს ნაკრები გუნდი 3.ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაკრები გუნდი 4. არასამთავრობო ოროგანიზაცია "თაობათა დიალოგის" ნაკრები გუნდი.
ტურნირზე დაწესებულია სპეციალური პრიზები გამარჯვებულთათვის და პრიზიორთათვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით რეგიონებში ამხანაგურ„ოთხთა ტურნირებს“ იწყებს.
ანალოგიური შეჯიბრი დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონში. ტურნირის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















