|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე სამშენებლო მოედანი ეწყობა

ქუთაისში ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე  სამშენებლო მოედნის მოწყობას ახლა იწყებენ - ამის შესახებ ქუთაისის მერიის არქიტექტურის ააიპის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  ელექტრომობილების ქარხნის პროექტი უკვე საბოლოო ეტაპამდეა მიყვანილი.  საკრებულოს მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ, რაც ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება,  კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე სამუშაოებს დაიწყებენ.

"მათ ქონდათ ჩვენთან კომუნიკაცია, უკვე მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებენ, რომ შემოიღობოს ეს ტერიტორია და დაიწყოს იქ სამშენებლო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. თავდაპირველად აშენდება რამდენიმე კორპუსი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენ კორპუსს ააშენებენ, ეს დამოკიდებვულია საწარმოს მუშაობაზე"- განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელი გაგრძელდება, თუმცა ავტომობილების გამოშვება უფრო ადრე დაიწყება, რისთვისაც საკმარისი იქნება პირველ ჯერზე აშენებული კორპუსები.  როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საწარმო ჩინურ ავტომობილს ააწყობს, მოგვიანებით კი ქართული მოდელის ავტომობილის წარმოება იგეგმება. 

ელექტრომობილების საწარმო ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის #41, ყოფილი ავტოქარხნის აეროპორტის ტერიტორიაზე შენდება, 1 001 522 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგსერვისს"  საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.  ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით,  აღნიშნული მიწის საბაზრო ღირებულება   68 233 693 ლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, ქუთაისში დამზადებული პირველი ელექტრომობილი 2020 წელს უნდა გამოჩნდეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა