|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებელთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა ორ თვეში დასრულდება

ქუთაისში ყოფილი "მასწავლებელთა სახლის" შენობაში სასტუმრო აშენდება. როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, სასტუმროს მშენებლობა ორ თვეში დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის  წარმომადგენელი ქეთი აბაშიძემ განაცხადა. 

ყოფილ "მასწავლებელთა სახლის"  შენობის ადგილზე სასტუმრო აშენდება. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როგორი სტანდარტების იქნება, თუმცა ორ თვეში სამუშაოები დასრულდება", - განაცხადა ქეთევან აბაშიძემ.

ქუთაისის „მასწავლებელთა სახლის“ შენობაში სასტუმროს კომპანია "HP“ აშენებს. კომპანია მერიის მიერ ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა. "HP" წარმომადგენელის განცხადებით, ჯარიმებს სრულად გადაიხდიან.

"ჩვენ გადასახდელ ჯარიმებს სხვა ნუ იჯავრებს, დავფარავთ და სასტუმროსაც მალე გავხსნით",-განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისში "ყოფილი მასწავლებელთა სახლი" რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა. 2014 წლის 24 ოქტომბერს კი შენობა აუქციონის სახით შ.პ.ს HP ჯგუფმა შეიძინა. შენობა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს.  "მშენებლობის ვადა 2016 წელს იწურებოდა.

შენობის პირველი სართულის მფლობელი  ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიის „აია“- პრეზიდენტ ამბერკ დვალიშვილია.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა