|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირადი ცხოვრების კადრების გამავრცელებლები ახალ სამიზნეებს ირჩევენ

 ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოს გავრცელების გამო,  You tube დროებით დაიბლოკა. ამ დროისათვის გავრცელებული ვიდეო უკვე წაშლილია.

არსებული ინფორმაცით, კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

“წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს”, – აღნიშნულია ვიდეოში.

მუქარას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.   მან სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ არ აპირებს ჩირგვებში ჩამალვას და მზადაა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად  ბოლომდე იბრძოლოს.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 3 დღის წინ გავრცელდა, რომელსაც საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოყვა.  პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოძიებისაგან დამნაშავეების გამოვლენასა და მათ დასჯას ითხოვენ. 



ავტორი: ნიუპრესი