|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.

ევროკავშირი მხარს უჭერს:

ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;

ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;

სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;

ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;

ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა