"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ტორპედო" არ დაიშალოს"-გიორგი ჭიღვარია
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ტორპედო" არ დაიშალოს - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მისი თქით, გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ელოდებიან, რომელიც პრობლემის მოგვარების პირობას დებს.
"ვესაუბრე ზაალ ჩაჩავას, ის არაა ქვეყანაში, ამბობს, რომ პრობლემას მოაგვარებს, დაველოდოთ. სპონსორთან აქვთ მოლაპარაკება. ჩვენთანაც ყავდა ჩინელი ინვესტორი მოყვანილი. ჩვენ ახლა კერძო საკუთრებაში ვერ ჩავერევით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ გუნდი არ დაიშალოს. ვიცი, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. თუ ჩაჩავა გუნდს დატოვებს, ალბათ პასუხიმგებლობას მერია აიღებს. ინვესტორებიც უნდა მოვძებნოთ, კარგი პირობებს შევთავაზებთ", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
"ტორპედოში" არსებული დავალიანების გამო, ფეხბურთელები გუნდს ტოვებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















