|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ"-გიორგი ჭიღვარია

ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ-ასე ეხმიანება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ტურისტულ სეზონზე "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს.  გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იმის გამო, რომ რამდენიმე ტურისტი ხიდზე ვერ გადავიდა, სამუშაოები ვერ შეჩერდება. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქი, ტურისტის კომფორტისთვის, რომელიც შეიძლება, ერთხელ ჩამოვიდეს საერთოდ ქუთაისში, მაშინ, როდესაც ათასობით ტურისტს ველით, ვერ გავჩერდებით. ვისაც ტკივა ქუთაისი, თვლის, რომ უნდა დავასრულოთ ეს ხიდი. ერთი ტურისტისთვის, რომელმაც ვერ მოუარა გზას და ვერ გადავიდა ხიდზე, ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავტოვოთ? ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი არის პრიორიტეტი და ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მისი თქმით, ვერ გაიზიარებენ შენიშვნას სამუშაოების ვადების გამო. ხიდი გაზაფხულზე ვერ გაკეთდებოდა,, რადგან ამ დროისს სატენდერო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად მასზე განთავსდება მინის საფარი და სიმბოლური ქვები.

ხიდზე დაგეგმილი პროექტის გამო საზოგადოების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, მათი თქმით, ხიდზე ქვები არ არის აუცილებელი. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა